25 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
"მოდის ოსკარი", რომელიც გვასალიასთვის უნდა გადაეცათ, სხვამ მიიღო - მიზეზი "ბალენსიაგას" ირგვლივ ატეხილი სკანდალია

მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც დემნა გვასალიასთვის იყო განკუთვნილი, "ვალენტინოს" კრეატიულ დირექტორს გადაეცა. მიზეზი "ბალენსიაგას" ირგვლივ ატეხილი სკანდალია.

ბრიტანული მოდის დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავებიც. წელს პირველობა არავის დაუთმო სუპერმოდელმა ირინა შეიკმა, ის წითელ ხალიჩაზე H&M-ის კაბით გამოცხადდა, რასაც მოდის კრიტიკოსების მხრიდან ძალიან ცუდი შეფასებები მოყვა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, რომელიც პლანეტის ულამაზეს ქალად არაერთხელ აღიარეს, ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიის ტრიუმფატორია. ბელა ჰადიდი წლის საუკეთესო მოდელად დასახელდა. მოდელს პრიზი კოლეგა - ეშლი გრეჰემმა გადასცა. 

ლონდონში ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს, ისტორიულმა როიალ არლბერტ ჰოლმა უმასპინძლა.

დღის ამბები