01 სექტემბერი 2026,   15:43
ვრცლად
პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერების წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ირაკლი შოთაძემ გახსნა.

გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის და ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე მსჯელობას მოიცავს.

დღის ამბები