"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს - განცხადება დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა გააკეთეს. მათ ბრიფინგზევე განაცხადეს რომ პროტესტის შესახებ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
აღინიშნა ისიც, რომ საკითხი შეთანხმებული არ არის მიხეილ სააკაშვილთან.
ოპოზიციონერი დეპუტატების ერთადერთი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანაა. სანამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პოლიტიკოსები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას," – განაცხადა დავით კირკიტაძემ.