მანგლისისა და ალგეთის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, 11 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიის პროექტით გათვალისწინებულია მაგისტრალური ქსელის, რეზერვუარის და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სამუშაოები კომპანიის დირექტორმა სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერა.