25 აგვისტო 2026,   12:41
ვრცლად
ფოთში, მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მთავარ მოედანზე საზეიმოდ აინთო

ფოთში, მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მთავარ მოედანზე საზეიმოდ აინთო. სადღესასწაულო ღონისძიებები, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით გაიხსნა.

შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი ქალაქის მერმა მიულოცა. საახალწლო პროგრამები ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება გათვლილი.

შობას, 7 იანვარს კი პრემირ-მინისტრის ინიცირებითა და მთავრობის ორგანიზებით საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება.

დღის ამბები