დამდეგი შობა-ახალი წელი ჭიათურაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს მიულოცა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა. ლიკა ჭუმბურიძე საახალწლო ღონისძიებას დაესწრო და
მოზარდებს საჩუქრები გადასცა.
უწყების ხელმძღვანელმა ახალგაზრდული ცენტრი "ჯეჯილის” აღსაზრდელებიც მოინახულა, რომლის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან.