19 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
110-ე შეხვედრა ერგნეთში და კიდევ ერთი გატაცებული საოკუპაციო ხაზთან - ოკუპანტებმა უკანონოდ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

110-ე შეხვედრა ერგნეთში და კიდევ ერთი გატაცებული საოკუპაციო ხაზთან. უკანონო დაკავება გუშინ მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, დღეს ეს იქნება ერთ-ერთი თემა შეხვედრაზე, რომელზეც მხარეები ინციდენტთა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში იმსჯელებენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი შემთხვევების შესახებ, როგორებიცაა ეგრეთწოდებული საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები, ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილების პრობლემა და უკანონო დაკავებები.

"გუშინ გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე. პრიორიტეტული საკითხები ჩვენთვის უცვლელია, ეს არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების საკითხი, ასევე ვისაუბრებთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ჰუმანიტარულ საკითხებზე, როგორც მოგეხსენებათ აქ გასული წლის აგვისტოს თვიდან, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე ფუნქციონირებდა ე.წ. გადასასვლელები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდა საშუალება საშუალება გადმოსულიყვნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაბამისად, გვაინტერესებს გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა. ჩვენი პოზიცია გახლავთ რომ მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვა," - აცხადებს ანთაძე.

ამ დრომდე ცხინვალის ციხეში საქართველოს უკანონოდ დაკავებული 7 მოქალაქე რჩება.

დღის ამბები