19 მაისი 2024,   07:20
ვრცლად
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები ადმინისტრაციას ხვდებიან - მათი პროტესტი გრძელდება​

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები ადმინისტრაციას ხვდებიან. მათი პროტესტი გრძელდება.

მედიკოსები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც მან გუშინ გააკეთა და თქვა, რომ საკმარისი ბიუჯეტის არარსებობის გამო სასწრაფოს მედიკოსებს ხელფასებს ვერ გაუზრდის.

ექიმები უკვე მრავალი თვეა ღირსეულ სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, შეუმცირდათ სამუშაო საათები და ვერ სარგებლობენ დაზღვევით. ლაპარაკობენ პროტესტის გამო ზეწოლისა და დევნის ფაქტებზეც. აქცია მედიცინის პროფკავშირების ორგანიზებით ჩატარდა.

დღის ამბები