19 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
სასამართლომ "კანონიერ ქურდობაში", "ქურდული სამყაროს" წევრობასა და "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ხანგრძლივი პატიმრობა ე.წ. კანონიერი ქურდობის, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერის დანაშაულებზე  - თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა.

ერთ დაკავებულს 10 წლით, მეორეს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მესამეს ბრალდება "ქურდული სამყაროს" წევრობა გადაუკვალიფიცირდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის მუხლით და სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სრულიად გამართლდა პირი, რომელსაც "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვაში ადანაშაულებენ. მხარეები გადაწყვეტილებები გასაჩივრებისთვის ემზადებიან.


დღის ამბები