17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა - ცენტრ "ემპათიის" ექსპერტი მოწმის სახით დაიკითხა

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა - დღეს დაცვის მხარემ მტკიცებულებები წარადგინა. ამასთან, მოწმის სახით დაიკითხა ცენტრ "ემპათიის" ექსპერტი, ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი. მან მიხეილ სააკაშვილის ხერხემლის ტრავმაზე ისაუბრა.

ექსპერტმა თქვა, რომ ექს პრეზიდენტს აღენიშნება ზურგის ტვინის დაზიანება და საჭიროებს ოპერაციას.

პენიტენციური სამსახურის იურისტის თქმით, მოწმემ ვერ გასცა ზუსტი პასუხი, როდის და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება მიხეილ სააკაშვილმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს დაზიანება გლდანის ციხეში გადაყვანის დროს მიიღო. შემდეგი სხდომა 27 იანვარს გაიმართება. 

"მოწმემ თქვა ის, რომ მას მიღებული აქვს გარკვეული ტრამვა, მექანიკური, თუმცა არ შეუძლია ექსპერტმა თქვას ზუსტად საიდან მიიღო, როდის მიიღო ეს ტრამვა, ეს ანამნეზიდან ირკვევა და მისი გადმოცემით, როგორც სააკაშვილი ამბობს, მან ტკივილი განიცადა იქ გადაყვანის დროს, თუმცა იმ დროს არ უგვრძნია და მერე გააცნობიერა, რომ ეს იყო ტკივილი და ასეთი ოპერაციები საკმაოდ ხშირად ტარდება საქართველოში,“ - აცხადებს  პენიტენციური სამსახურის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი.

დღის ამბები