პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით, საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქუბარდიამ განაცხადა, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული თავდაცვის სტრატეგია.
მისი თქმით, ამავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დამგეგმავი და მაკოორდინირებელი ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, არ ხდება კანონით გათვალისწინებული საკითხების რეგულარული განხილვები, რაც პრემიერის უშუალო პასუხისმგებლობაა.
უმრავლესობის განცხადებით, პროცესზე მხარეებმა შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელონ, გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ პრემიერი ყველა კითხვას პასუხს გასცემს.