27 ივლისი 2024,   04:37
ვრცლად
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის "საქმიან ეზოში" იმყოფებოდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის "საქმიან ეზოში" იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოებს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გაეცნო.

სატყეო მეურნეობის განვითარებასთან ერთად, მთავარი მიზანი მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ტყით სარგებლობის განვითარება მოიცავს როგორც მოსახლეობის მიერ სათბობი შეშის ათვისებას, ასევე, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 "საქმიანი ეზო“ უნდა მოეწყოს.

დღის ამბები