27 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება - გიული ალასანია

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაა.

ამასთან, გიული ალასანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია.

"ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. ადამიანი თავისუფალი, რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? ეს მე არ ვიცი.

ვერ ჭამს, ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, ეს ხომ ცნობილია," - განაცხადა ალასანიამ.

დღის ამბები