02 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, თუმცა თუ დათანხმდება ის მკურნალობას, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში იქნება, კლინიკა ამაზე თანახმაა - ჩხაიძე

ექსპრეზიდენტი ექიმებს ულტიმატუმს უყენებს სააკაშვილი აცხადებს, რომ ინტრავენურ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება და მისი მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს.

"სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმის ფარგლებში. ეს არის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და ეს არის რესპირატორული მაჩვენებლები. პაციენტმა შეძლო ონლაინჩართვა და ნახეთ.  გუშინდელი გავრცელებული ვერსია, რომ სასწრაფოდ სარეანიმაციოა- დაინახავდით, თუ რამდენად არის პაციენტი სარეანიმაციო.

მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები გუშინაც და დღესაც არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, თუ ეს იქნება მოთხოვნა, რომ მკურნალობას ის დათანხმდება, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში იქნება, კლინიკა ამაზე თანახმაა. მთავარია გაუმჯობესდეს პაციენტის მდგომარეობა და დაგვთანხმდეს მკურნალობაზე,"-აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები