ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის, ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს, - ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში რამოდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც ეყოლებათ - მთელი ცივილიზებული სამყარო.
„მე ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ იმიტომ, რომ ბევრი ვიცი და ბევრ ადამიანთან მილაპარაკია, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის, ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გაიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ფიზიკურად, სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ, გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტიქტები ხომ გაქვთ? მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს, ქართული ემიგრაცია არ დათმობს. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში რამოდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც გვეყოლება, მთელი ცივილიზებული სამყარო, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში.