"ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში შედგა.
შეხვედრების მიზანი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაავადების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება იყო.
"ონის მუნიციპალიტეტში ვარდისფერი ოქტომბრისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძუძუს კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში და ყველა ქალბატონს მოუწოდებს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე," - აღნიშნა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირმა ჩიხრაძემ.
ღონისძიების საინფორმაციო მნიშვნელობაზე ისაუბრა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა კოპალიანმა.
"აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ქალბატონებმა, აქტიურად დაისვა კითხვები, თავისთავად, მიიღეს შესაბამისი პასუხები და ყველამ ერთიანად ვაღიარეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის, არ შევუშინდეთ," - განაცხადა მარიკა კოპალიანმა.