სახალხო დღესასწაული წყალტუბოში - "შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა.
ამასთან, წყალტუბომ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებსა და საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს უმასპინძლა. სახალხო ზეიმის ფარგლებში, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა პერფორმანსები და თეატრალიზებული მსვლელობა.
დღესასწაულის დასკვნით ნაწილში წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს; მადლობის სიგელები გადასცეს ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს.