06 მაისი 2024,   19:17
ვრცლად
ბოლო ასწლეულის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ნანგრევების ქვეშ ადამიანები ისევ რჩებიან

მიწისძვრამ მსხვერპლი თურქეთის გარდა სირიაშიც გაზარდა - ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 1700-სს აჭარბებს, დაშავებულია ათასობით ადამიანი.

სამძებრო სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართული. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ნანგრევების ქვეშ ადამიანები ისევ რჩებიან. ზოგიერთ მათგანმა ინტერნეტის საშუალებით კონტაქტზე გასვლა შეძლო და სოციალურ ქსელში ნანგრევებიდან ფოტო ატვირთა. პოსტში აისელ ლიერალი გადარჩენას ითხოვს.

მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ქალაქი დაზარალდა. დაზიანდა და დაინგრა ასობით შენობა და საცხოვრებელი სახლი. თვითმხილველთა თქმით, მიწისძვრას ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრა უკვე შეაფასეს, როგორც ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი. მეზობელ სირიაში კი მსხვერპლის რიცხვი იმდენად მაღალია რომ თეთრმა ჩაფხუტიანებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი კატასტროფის ზონად გამოაცხადეს. სირიისა და თურქეთის გარდა, მიწისძვრა ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო.

თურქეთის კატასტროფის სააგენტო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს. დახმარების სურვილი უკვე არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა. მიწისძვრას ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, რის გამოც იტალიის მთავრობა ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს.

დღის ამბები