02 მაისი 2024,   12:16
ვრცლად
როგორია სირიაში, მიწისძვრის დროს ნანგრევებში დაბადებული ახალშობილის მდგომარეობა - რა ინფორმაციას ავრცელებს BBC

სირიაში მიწისძვრის დროს ნანგრევებში დაბადებული ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვილის მკურნალი ექიმი ამბობს, რომ ბავშვი ორშაბათს საავადმყოფოში მიყვანის, რის შემდგომაც მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნება მცირედი სისხლჩაქცევები, ჭრილობები და ჰიპოთერმია.  ახალშობილი მკურნალობას ქალაქ აფრინის ბავშვთა საავადმყოფოში განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა, როდესაც ბავშვის ტირილი მაშველებმა გაიგეს ახალშობილი დედას ჯერ კიდევ ჭიპლარით იყო დაკავშირებული.

ჩვილი მისი ოჯახიდან გადარჩენილი ერთადერთი წევრია, სამწუხაროდ დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

დღის ამბები