02 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
გაზის აფეთქებას რუსეთში 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი გარდაიცვალა გაზის აფეთქების შედეგად რუსეთში. მოსკოვის სამხრეთით მდებარე ქალაქ იეფრემოვში აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველებმა 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 2 პირს კი ამ დრომდე ნანგრევებში ეძებენ.

აღსანიშნია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთში მსგავსი შემთხვევები გახშირდა, რასაც გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მსუბუქ რეგულაციებს უკავშირებენ.

დღის ამბები