იურიდიული ფირმა MKD-ის წარმომადგენელი გაკეთებული განცხადების შესახებ "კურიერთან" განმარტებას აკეთებს.
იურიდიული ფირმის უფროსი პარტნიორი, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მათ მხარეს ორი ინსტრუმენტი აქვს, სამართალი და სიტყვის თავისუფლება.
ყიფიანის თქმით პუბლიკაციას მწვავედ, პირდაპირ და აშკარად უნდა ემხილა Credit Suisse-ის მენეჯმენტი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში და საკუთარი ბანკის რეპუტაციის აბუჩად აგდებაში.
"ჩვენი სიტყვის ბლოკირება, მითუმეტეს მართალი და არგუმენტირებული სიტყვის, მითუმეტეს გაუგებარია და იწვევს ჩვენში აღშფოთებას. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ თემაში ჩვენ ორი ინსტრუმენტი გვაქვს - ერთი სამართალი და მეორე სიტყვის თავისუფლება. ჩვენი გაოცება გამოიწვია იმ გარემოებამ რომ ასეთი დასაბუთებული, არგუმენტებზე დაფუძნებული დასკვნების გატანის საშუალება ჩვენ არ მოგვეცა, მაშინ როდესაც ჩვენ ვთვლიდით რომ არამარტო ჩვენს ინტერესში არის ეს, არამედ ევროპული აუდიტორიის, ვინაიდან, ეს არ არის პატარა ბანკი, ეს არის ბანკი, რომელიც გავლენას ახდენს არამარტო საფინანსო, არამედ ზოგადად ევროპის მაჯისცემაზე. ჩავთვალეთ რომ ეს ისტორია უნდა სცოდნოდა მათ შორის ევროპელ მკითხველს, ევროპელ მსმენელსა და ევროპელ აუდიტორიას.
ეს არის ბლოკირება მორიგი პუბლიკაციისა, მაგრამ პუბლიკაციისა რომელიც უფრო მწვავედ, პირდაპირ და აშკარად ამხელს მენეჯმენტს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში არამარტო კლიენტის მიმართ, არამედ საკუთარი ბანკის რეპუტაციის აბუჩად აგდებაში," - აცხადებს ყიფიანი.