02 მაისი 2024,   22:38
ვრცლად
საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ თამაშის წესების შეცვლის პოტენციალი - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის საჰაერო ძალები NATO-ს სტანდარტების პლატფორმებზე გაივლიან წვრთნებს - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებულ სამეფოს ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა.

რუსეთთან ომში გასამარჯვებლად დახმარებას განაგრძობს საფრანგეთი და გერმანიაც. უკრაინის პრეზიდენტმა მათ მძიმე საბრძოლო ტექნიკით დროული დახმარება სთხოვა.

"საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ თამაშის წესების შეცვლის პოტენციალი. სწორედ ასე ვხედავ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებას. ცხადია, რაც უფრო სწრაფად მივიღებთ შორ რადიუსზე მოქმედ მძიმე შეიარაღებას და ჩვენი პილოტები მიიღებენ თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და ევროპას დავუბრუნებთ მშვიდობას," - განაცხადა ზელენსკიმ.

"უკრაინას შეუძლია, საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების იმედი ჰქონდეს. რუსეთმა არ შეიძლება, გაიმარჯვოს. ვიდრე ოკუპანტი თავს ესხმის უკრაინას, საჭიროა სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისა და მისი მომავლის შესანარჩუნებლად," - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

"უკრაინა თითქმის ერთი წელია, გმირულად იბრძვის რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის წინააღმდეგ. ეს არის ომი, რომელიც თავიდანვე მიმართული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და რომელიც თვეების განმავლობაში უტევდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენი პოზიცია უცვლელია: რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი," - განაცხადა ოლაფ შოლციმ.

 

დღის ამბები