02 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს, უკრაინა იმარჯვებს, ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას მტრის წინაშე, ჩვენ არ დავკარგავთ დროს - ზელენსკის გამოსვლა ევროპარლამენტში

ზელენსკის პირველი ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ომის დაწყების შემდეგ - უკრაინის პრეზიდენტს უკვე ჰქონდა გამოსვლა ევროპარლამენტში, სადაც მან თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის არის გზა სახლისკენ. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შემდეგ ზელენსკი მონაწილეობას  ევროკავშირის სამიტში მიიღებს:

"რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრის მე-6 დღეს, ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსადმი სოლიდარობის გამოსახატად, არამედ კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერისთვის. სწორედ ეს იყო ის ხედვა, რამაც მოგვცა მოტივაცია, ვყოფილიყავით ძლიერი და შეგვენარჩუნებინა ეს კურსი. დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე მე შემიძლია მადლობა გადავუხადო პირადად სახელმწიფოს მეთაურებს და მთავრობებს იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებმაც გასულ პერიოდში საშუალება მისცა გაეკეთებინათ ლიდერებს ის, რაც შეუძლებლად მიაჩნდათ. ევროპა ბოლოს და ბოლოს რუსულ წიაღისეულ საწვავზე გამანადგურებელი დამოკიდებულებისგან თავისუფლდება. ევროპა თავიდან იშორებს რუსული ოლიგარქიული ბიზნესის კორუფციულ გავლენას. პირველად თავის ისტორიაში, ევროკავშირი ასეთი მასშტაბით სამხედრო დახმარებას გვიწევს. მე ვხედავ რეფორმების პოზიტიურ შეფასებას ევროპულ ქვეყანაში, რომელიც იბრძვის, თავს იცავს და ახდენს რეფორმების მოდერნიზებას. ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირს. უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. უკრაინა, იმარჯვებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას მტრის წინაშე. ჩვენ არ დავკარგავთ დროს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები