04 მაისი 2024,   05:57
ვრცლად
თეა წულუკიანმა გელათის კედლის მოხატვის აუცულებლობაზე ისაუბრა და შესაბამისი კომპეტენციის არქიტექტორებისა და რესტავრატორების კონკურსი გამოაცხადა

"გელათის სამონასტრო კომპლექსში შეჩერებული სამუშაოები უნდა განახლდეს" - იუნესკო საქართველოს კულტურის სამინისტროს დასკვნას უგზავნის. რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, რომ 2008 წელს დაპროექტებულ და შემდეგ 2015-2018 წელს მოწყობილმა სახურავმა გელათი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე რაც ახლა სამონასტრო კომპლექსში ხდება.

იუნესკოს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ნახსენებია ის სამოქმედო გეგმაც, რომელიც სამინისტრომ წარუდგინა საერთაშორისო ორგანიზაციას და რის მიხედვითაც მოხდება გელათის განახლება.

კულტურის მინისტრის თქმით, დასკვნაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ იუნესკო ეჭვქვეშ არ აყენებს იმ ექსპერტების კომპეტენციას, ვისაც ოპოზიციური პარტიები და უწყების დაქვემდებარებული ჩუბინაშვილის ცენტრი სკეპტიკურად უყურებს.

თეა წულუკიანმა, ასევე გელათის კედლის მოხატვის აუცულებლობაზეც ისაუბრა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე არქიტექტორებისა და რესტავრატორების კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს კულტურის სამინისტრო, საპატრიარქო და შესაბამისი პირები სამოქმედო გეგმის შესახებ შეხვედრას 17 თებერვალს გამართავენ.

დღის ამბები