02 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
ევროკავშირი არის უკრაინა, უკრაინა არის ევროკავშირი, ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ გაცემული დაპირების შესასრულებლად - შარლ მიშელი ზელენსკის 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ომის დაწყებიდან პირველად, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტს მიმართა და უთხრა, რომ მიუხედავად მიმდინარე ომისა, უკრაინამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, გაბედულად და დიდი მონდომებით განახორციელა რეფორმები.

შარლ მიშელმა ასევე წარმოთქვა ფრაზა, რომ "ევროკავშირი არის უკრაინა".

"თქვენ აირჩიეთ და მიჰყევით უკრაინელი ხალხის არჩევანს, თავისუფალ არჩევანს, რომელიც უკვე გამოთქმული იყო მაიდანზე თავისუფლებაზე, დემოკრატიისა და ევროპული ბედზე. თქვენ მოითხოვეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ ფაქტით, რომ ევროპელმა ლიდერებმა ასე სწრაფად გადაწყვიტეს მიენიჭებინათ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი. მას შემდეგ, მიუხედავად მიმდინარე ომისა, თქვენ გაბედულად და დიდი მონდომებით განახორციელეთ რეფორმები. ჩვენ ძალიან აღფრთოვანებული ვართ ყველა იმ პროგრესით, რაც მიღწეულია, სულ რამდენიმე თვეში.

სამი მთავარი გზავნილი არის სამხედრო, პოლიტიკურ- დიპლომატიური მხარდაჭერა და მხარდაჭერა უკრაინის ევროპული ბედის მიმართ. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას კრემლზე. სანქციები ისევ მაგიდაზეა. განიხილება მეათე პაკეტი.

გვაქვს ინიციატივები, რომ შევაგროვოთ მტკიცებულებები, რათა საერთაშორისო მართლმსაჯულებას მივცეთ საშუალება დამნაშავეებს პასუხისმგებლობა დააკისრონ. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შესაბამისი ზომები გაყინულ აქტივთან დაკავშირებით. სამართლიანია, რომ ეს გაყინული რუსული აქტივები გამოყენებული იქნას უკრაინის აღსადგენად და მისი სამართლიანი კომპენსაციისთვის.

მინდა გავიმეორო ის, რაც რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, უკრაინის პარლამენტისა და უკრაინელი ხალხისადმი მიმართვისას - ევროკავშირი არის უკრაინა. უკრაინა არის ევროკავშირი. ევროკავშირი ჩვენი საერთო სახლია. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ გაცემული დაპირების შესასრულებლად,"- განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა

დღის ამბები