01 მაისი 2024,   01:18
ვრცლად
ცნობილი თურქული მედიაგამოცემები საქართველოს თანადგომასა და თურქეთის დახმარებაზე ინფორმაციას ავრცელებენ 

თურქულ მედიაში საქართველოს თანადგომასა და თურქეთის დახმარებაზე იწერება. წამყვანი გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რა ხდება საელჩოში. კერძოდ, აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

"ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო" - ამ სათაურებით ავრცელებს პრესა ინფორმაციას.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსური დახმარება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

პრემიერის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტები, საკვები, ტანსაცმელი, სამედიცინო ინვენტარი და სხვა საჭირო აღჭურვილობა თურქეთში გაიგზავნება. - წერენ ცნობილი თურქული მედია გამოცემები.

დღის ამბები