06 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთს, ომის დაწყების პირველი კვირის შემდეგ, მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 2 კვირაში აქვს

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - ინტენსიური შეტევა იყო სუმის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკროპოლის ოლქებზე. არის მსხვერპლი. რუსული ვაგნერის დაჯგუფება ირწმუნება, რომ მათ ბახმუტიდან 6 კილომეტრში მდებარე სოფელ კრასნა გორა აიღეს. 

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთს, 
სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველი კვირის შემდეგ, მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აქვს.

ყველაზე ცხელ წერტილად ამ ეტაპზე ითვლება დონეცკის ოლქი - მხარეები ქალაქ ვუგლედარდან ას კილომეტრში პოზიციების დაკავებას ცდილობენ. 

ამავე დროს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება, რომ ომის დაწყების წლისთავზე, 24 თებერვალს, რუსეთს ახალი სანქციები ემუქრება.

დღის ამბები