01 მაისი 2024,   00:51
ვრცლად
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ამერიკის საჰაერო სივრცეში - რა განცხადებები კეთდება ფაქტთან დაკავშირებით

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. უკვე 10 დღეა ამერიკული სამხედრო გამანადგურებლები ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ებრძვიან. თეთრი სახლი, პენტაგონი, კანადის მთავრობა - განმარტებებისგან ყველა თავს იკავებს.

ნაციონალური უსაფრთხოების ირგვლივ შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი პოლიტიკურს ქაოსს ქმნის. დაზვერვის განცხადებით კი, ჩამოგდებული ობიექტები არ წარმოადგენენ სამხედრო საფრთხეს, თუმცა ის საფრთხეს უქმნის ფრენებს.

ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც შეერთებული შტატები და კანადა საკუთარ სამხედრო პილოტებს ამოუცნობი ობიექტების გასანეიტრალებლად გზავნის.

ვის ეკუთვნის ჩამოგდებული ობიექტები - ჩინეთს თუ რომელიმე სხვა მტრულ სახელმწიფოს, ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიმე მსხვილ კორპორაციას თუ კერძო პირს?

პეკინმა მხოლოდ პირველი ბურთის კუთვნილება აღიარა. შედეგად ვაშინგტონი სი ძინპინის მთავრობას ჯაშუშობაში ადანაშაულებს. თუმცა ჩინეთი ამტკიცებს, რომ ობიექტი მეტეოროლოგიური მიზნებისთვის დაფრინავდა და შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში შემთხვევით მოხვდა.

ამერიკა-კანადის საზღვარზე, ჰურონის ტბასთან რაკეტით ჩამოგდებულ მფრინავ ობიექტს, არაოფიციალური წყაროების მიხედვით, ოქტაგონის ფორმა ჰქონდა. არ არის ცნობილი, როგორი ფორმის იყო წინა დღით ალასკის თავზე განადგურებულ ობიექტი. ცნობილია მხოლოდ მისი პატარა ზომის შესახებ, რაც არ ჰგავს პირველ ჩამოგდებულ ობიექტს.

ასევე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რა ფორმა ჰქონდა იუკონის თავზე განადგურებულ საფრენ აპარატს, რომელიც ასევე პატარა ზომის იყო. საუბრობენ ცილინდრის ფორმაზე, თუმცა არც ეს არის საბოლოოდ დადასტურებული. ზუსტად რა ფორმის იყო ობიექტები, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობა ჯერ ოფიციალურად ვერ ამბობს და საჰაერო ბურთებსაც არ უწოდებს. სამხედროები მათ "ობიექტებად" მოიხსენიებენ. ასევე არ არის დაზუსტებული, რომელ ქვეყანას ან ქვეყნებს ეკუთვნოდა ისინი.

ამ ეტაპზე შეიძლება, რომ კვირის ბოლოს ჩამოგდებული ობიექტები პირველი, სფეროს მსგავსი საფრენი აპარატისგან განსხვავებულები იყვნენ. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაქ შუმერმა განაცხადა, რომ ამერიკულმა დაზვერვამ და სამხედროებმა ასეთი ბურთების არსებობის შესახებ რამდენიმე თვის წინ არაფერი იცოდნენ. კანადის პრემიერმა განმარტა, რომ მფრინავი ობიექტი სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და მისი ჩამოგდების განკარგულება ამიტომ გასცა.

დღის ამბები