25 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ახალქალაქში, 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის იძულებასა და ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარისთვის 21 წლის ბიჭი დააკავეს

ახალქალაქში, 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის იძულებასა და ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარისთვის 21 წლის ბიჭი დააკავეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.  

სსკ–ის 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტით მიმდინარეობს, რაც სექსუალური კავშირის იძულებას (იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) გულისხმობს. გარდა ამისა, დაკავებულს  სსკ–ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ქმედებას – გამოძალვასაც ედავებიან. დანაშაული 9–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ბრალდებულსაც და დაზარალებულსაც სახაზინო ადვოკატები იცავენ. სხდომა მედიისთვის დახურული იყო. გამოძიება დაუდასტურებელი ინფორმაციით, 15 წლის გოგონას ინტიმური ფოტოები სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა, თუმცა უცნობია უშუალოდ ბრალდებულმა გაავრცელა, თუ საქმეში სხვა პირები მონაწილეობდნენ. ბრალდებულის უფლებადამცველის, განმარტებით, სასამართლოში გირაო მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი წინადადება არ გაითვალისწინა.

დღის ამბები