02 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
საპენსიო სააგენტოში ხარისხის მართვის ევროპული მოდელი - "შეფასების ერთიანი სისტემა“ დაინერგება

საპენსიო სააგენტოში ხარისხის მართვის ევროპული მოდელი - "შეფასების ერთიანი სისტემა“ დაინერგება. მოდელი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სერვისების შექმნას, ხელმისაწვდომობის გაზრდას და ხარისხის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შესაბამისი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საპენსიო სააგენტოებს შორის უკვე ხელმოწერილია. შედგა პირველი სამუშაო შეხვედრაც - საუბარი შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვის მექანიზმებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე იყო.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდება.

დღის ამბები