თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე "თავდაცვის კოდექსის" პროექტი განიხილეს.
ინიციატივის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. დოკუმენტი 9 კანონსა და ხუთ ქვემდებარე აქტს მოიცავს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, თავდაცვის კოდექსი სრულად პასუხობს საქართველოს ტოტალური თავდაცვის პრინციპს.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წვევამდელთა სამხედრო სამსახურს. შემოთავაზებულია სამსახურის 3 ვარიანტი, რომელიც ეფუძნება 6, 8 და 12 თვიან სამსახურს. საქართველოს ყველა მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში.
თავდაცვის კოდექსი სრულად პასუხობს იმ პრინციპს, რასაც საქართველოს ტოტალური თავდაცვის პრინციპი ჰქვია," - განაცხადა ჩაჩიბაიამ.