22 აგვისტო 2026,   11:24
ვრცლად
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერით, მომდევნო სემესტრიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება.

პროგრამა უკვე აკრედიტებულია და სასწავლო კომპონენტთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით აქტივობებს. ის შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და სრულად პასუხობს უსაფრთხოების სექტორის მოთხოვნებს. პროგრამა აერთიანებს სასწავლო კურსებს ეროვნული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის, თანამედროვე კონფლიქტებისა და სხვა სფეროებში. კურსს დარგის წამყვანი ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები გაუძღვებიან.

კურიკულუმი უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტის, რუბენ არკოსის მიერაა მომზადებული, ქართველ ექსპერტებთან თანამშრომლობით. ახალმა სამაგისტრო პროგრამამ უკვე მიიღო მაღალი რანგის საერთაშორისო გამოხმაურება ექსპერტებისა და აკადემიური წრეების მხრიდან. სამაგისტრო პროგრამის მხარდამჭერია ევროკავშირი.

პროგრამაზე სტუდენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდების და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით მიიღებენ. პროგრამით დაინტერესებულ პირთა წინასწარი რეგისტრაცია დაწყებულია.

დღის ამბები