23 აგვისტო 2026,   12:54
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ახალი ამბულატორიული სივრცე გაიხსნა, აღნიშნული დიაგნოსტიკური ცენტრი, ბოლო თაობის სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა - კობა შანავა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ჰოსპიტალში ახალი ამბულატორიული შენობა, სრულად რეაბილიტირებული საოპერაციო ბლოკი და სხვადასხვა სამედიცინო დეპარტამენტი დაათვალიერა.

სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის კობა შანავას განცხადებით, აღნიშნული დიაგნოსტიკური ცენტრი, ბოლო თაობის სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.

მისივე თქმით, განიხილება უახლოეს მომავალში სამხედრო ჰოსპიტალში დაინერგოს ისეთი სამედიცინო სერვისები, რომელიც სიახლეს წარმოადგენს არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ ინოვაციურია მთელი რეგიონის მასშტაბით:

"თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გაიხსნა ახალი ამბულატორიული სივრცე, რომელიც როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სამოქალაქო პირებს სთავაზობს თანამედროვე, კომპეტენტურ სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული დიაგნოსტიკური ცენტრი, ბოლო თაობის სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა.

მინისტრის სტუმრობის დროს განვიხილეთ რამდენიმე წელიწადზე გათვლილი მასშტაბური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურის სრულ ცვლილებას და მისი ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. განვიხილავთ უახლოეს მომავალში სამხედრო ჰოსპიტალში დაინერგოს ისეთი სამედიცინო სერვისები, რომელიც სიახლეს წარმოადგენს არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ ინოვაციურია მთელი რეგიონის მასშტაბით,"- აცხადებს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი კობა შანავა.

დღის ამბები