02 მაისი 2024,   18:10
ვრცლად
ერთი დღე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე - ბაკურიანში ჩასული 700-ზე მეტი სპორტსმენი შეჯიბრის წინ ბოლო ვარჯიშებს ატარებს

ერთი დღე მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ბაკურიანში ჩასული 700-ზე მეტი სპორტსმენი მათი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრის წინ ბოლო ვარჯიშებს ატარებს. სპეციალურად ზამთრის სახეობებში გაკეთებული 6 სათხილამურო ტრასის მარშრუტი მწვრთნელებმა უკვე შეისწავლეს და ახლა თავიანთ შეგირდებს ბოლო მითითებებს აძლევენ. მათ შორის არის ქართველი მოთხილამურეც, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს შორის გიგანტურ სლალომში საუკეთესო შედეგის ჩვენებას შეეცდება.  

სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას სულ 6 ქართველი სპორტსმენი იღებს, მათი ნაწილი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას 19 თებერვალს ეცდება.

მსოფლიო პირველობის პარალელურად, ბაკურიანში ჩასული მოთხილამურეებისა და სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.

დაბაში ამისთვის სპეციალური სოფელიც მოეწყო, სადაც კონცერტების გარდა ზამთრის სახეობაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეებია მოწყობილი.  

ღონისძიების უსაფრთხოებაზე ქართველი სამართალდამცველები მუშაობენ. კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები