02 მაისი 2024,   22:35
ვრცლად
ასლან ბჟანია ბელარუსში ჩასვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მან რამდენიმე შეხვედრა გამართა

ასლან ბჟანია ბელარუსში ჩასვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მან რამდენიმე შეხვედრა გამართა. თუმცა კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული მედიის ინფორმაციით, ის ვლადიმერ პუტინს არ შეხვედრია.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზინდეტს კი კრემლში დღეს ელოდებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-ცენტრის მონაცემებით, ანატოლი ბიბილოვს ვლადიმერ პუტინი მიიღებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, საუბარი სამომავლო გეგმებზე იქნება.

"იგეგმება მიმდინარე საკითხების და სამომავლო, ორმხრივი პერსპექტივების განხილვა, უმთავრესად სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით,"- წერია პრეს რელიზში.


დღის ამბები