02 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
ჰემოდინამიკური რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური როგორც შემოსვლის დღიდან, სწორედ ამიტომ მოთავსდა პაციენტი თერაპიულ პალატაში - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის თამარ დავარაშვილის განცხადებით, სააკაშვილის წონისა და სხეულის მასის მიხედვით მისი მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის, მას აწუხებს კიდურების ტკივილი და ძირითადად მწოლიარე რეჟიმში იმყოფება.

"ვივამედის" კლინიკის ექიმი, თამარ დავარაშვილი ასევე ამბობს, რომ რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჰემოდინამიკური რესპირატორული მაჩვენებლები რჩება ისეთივე, როგორიც მისი კლინიკაში გადმოყვანის პირველ დღეს იყო, რაც ნორმის ფარგლებში რჩება.

"რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, დღეისთვის ტენდენცია არის დამძიმებისკენ იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული. 20 რიცხვისთვის წონა იყოს 67 და 200, სხეულის მასის ინდექსი კი იყო 18.2. პაციენტს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე. მეტი წილი კი არა, საერთოდ საწოლშია პაციენტი, მწოლიარე მდგომარეობაში. აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული, არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. პირღებინება ან გულის რევა ძალიან იშვიათად დაფიქსირებულა ჩვენთან. მაგრამ, ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს.

ამ ეტაპზე მეტნაკლებად პაციენტის მონიტორინგი ხდება. ყოველკვირეულად ვაკეთებთ მონიტორულს ანთებითი მარკერი, სისხლის საერთო ანალიზის და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების ანალიზს ვაკეთებთ. ეს მოსალოდნელიც იყო, უმნიშვნელო ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ მაინც ვახდენთ კორეგირებას.

ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები. პაციენტს სჯერა, ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება, ესეც გაითვალისწინეს და ჰემოსტაზის მაჩვენებელი გამოსწორებულია უკვე. ეს იყო უმნიშვნელო რამ, თუმცა ჩვენ თადარიგს ვიჭერთ, რომ მდგომარეობა არ გაღრმავდეს.

ამ ფონზე ჰემოდინამიკური რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური როგორც შემოსვლის დღიდან. სწორედ ამიტომ მოთავსდა პაციენტი თერაპიულ პალატაში, რომ მისი ჰემოდინამიკური რესპირატორული მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში და დღემდე, მიუხედავად არასრულფასოვანი კვების და წონის კლებისა, რჩება ნორმის ფარგლებში," - აცხადებს მკურნალი ექიმი.

დღის ამბები