28 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
ღამით ოკუპანტებმა ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიით 6-ჯერ დაარტყეს - ბოლო ცნობები უკრაინიდან

უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღეს 1 წელი შესრულდა. მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება.

ღამით ოკუპანტებმა ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიით 6-ჯერ დაარტყეს. რუსულმა ძალებმა სუმის 5 დასახლებაც დაბომბეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ჩინეთის განცხადებებს უკრაინიდან დასავლური იარაღის კონტრაბანდის შესახებ.

რუსეთის შეჭრის წლისთავზე ამერიკა უკრაინისთვის ახალ 2 მილიარდიან სამხედრო დახმარების პაკეტს წარადგენს.

ავსტრალია კი უკრაინას 33 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს მიაწვდის, ასევე დამატებით სანქციებს დააწესებს რუსეთის სამხედრო, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ესპანეთი უკრაინისთვის ლეოპარდ 2-ის 10 ტანკი გადაცემას გეგმავს.

დიდი შვიდეულის ქვეყნები 2023 წელს უკრაინისთვის მხარდაჭერას 39 მილიარდ დოლარამდე ზრდიან.

გამოკითხვის თანახმად ევროკავშირის მოქალაქეების 65% მომხრეა უკრაინას მიეწოდოს სამხედრო აღჭურვილობა.

დღის ამბები