04 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
საირმეში გაფიცულებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა

საირმეში გაფიცულებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონიერ ზომებს მიმართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც, მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. ისინი ხელფასების დარიცხვას და პროცესში ხელისუფლების ჩართულობას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს და აქციის მონაწილეების გარიდება სცადეს. როგორც ისინი აცხადებენ, გზის გადაკეტვა დაუშვებელია.

დღის ამბები