02 მაისი 2024,   23:24
ვრცლად
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები.

იანვრის ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაღალი საბაზო ეფექტის ფონზე, ვინაიდან წინა წლის იანვარშიც მაღალი - 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 

დღის ამბები