კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დღეს, სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის მიმდინარე სემესტრის პირველი საპროექტო კონცერტი გაიმართება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უხელმძღვანელებს. შესრულდება მოცარტის კონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისთვის და ბეთჰოვენის სიმფონია.
სტუდენტური ორკესტრი 20-იან წლებში ჩამოყალიბდა და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ევგენი მიქელაძე. სტუდენტურ ორკესტრთან მოწვეული დირიჟორები აქტიურად თანამშრომლობენ და მათ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.