02 მაისი 2024,   23:30
ვრცლად
თბილისში ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის გაიმართა

თბილისში ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის გაიმართა. ფორუმი ქალებისა და ახალგაზრდების პოლიტიკური გაძლიერების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეეხო.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და დანიისა და შვედეთის მხარდაჭერით.

ფორუმს უმასპინძლეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

დღის ამბები