17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
ჯაზის ქართული მიმდინარეობის ფუძემდებელი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს - თამაზ ყურაშვილის დაკრძალვაზე ყველა თაობის მუსიკოსი მივიდა

ჯაზის ქართული მიმდინარეობის ფუძემდებელი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. თამაზ ყურაშვილის დაკრძალვაზე ყველა თაობის მუსიკოსი მივიდა. ჯაზმენმა მოღვაწეობა საბჭოთა ეპოქაში იმ წლებში დაიწყო, როდესაც წითელი მოსკოვი რკინის ფარდის მიღმა ცხოვრებას ამჯობინებდა და ყველაფერ უცხოურს კრძალავდა, მათ შორის პირველ რიგში მუსიკას.

მიუხედავად საბჭოთა სუკის წინააღმდეგობისა თამაზ ყურაშვილმა ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მის ფარგლებს გარეთ ჯაზის ქართული მიმდინარეობის პოპულარიზაცია მაინც შეძლო. ყურაშვილი კონცერტებს "კაგებესგან" მალულად ხშირ შემთხვევაში სარდაფებში ატარებდა, თუმცა ჯაზის შემსრულებლის პოპულარობა იმდენად დიდი იყო რომ ყურაშვილის მუსიკალურ საღამოებმა სარდაფებიდან მუსიკალურ დარბაზებში გადაინაცვლა. თამაზ ყურაშვილი პირველია ქართველი ჯაზმენებიდან რომელსაც თბილისი ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

დღის ამბები