17 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება - FIS-ის წარმომადგენლების შეფასებით, ბაკურიანში მიმდინარე ტურნირი სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში გამორჩეულია

მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, მსოფლიო სპორტის ბოსები ბაკურიანს უკვე ოლიმპიადის მასპინძლობას უწინასწარმეტყველებენ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია, ევროპის ოლიმპიური კომიტეტი - კომპლიმენტებს დაბა ბაკურიანში არსებული ზამთრის ინფრასტრუქტურის ნახვის შემდეგ არავინ იშურებს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ორ წელიწადში სამთო კურორტი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის 13-ე საშეჯიბრო დღეს კი ჰალფ ფაიფის ფინალი გაიმართა, პრიზიორები როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის გამოვლინდენენ, დღესვე ფრისკი ბიგ ეარის კვალიფიკაციაც ჩატარდა. ამ დროისთვის საერთო გუნდურ ჩათვლას 9 სხვადასხვა სინჯის მედლით კვლავ შვეიცარიის ნაკრები ლიდერობს, მეორე მესამე ადგილებს ავსტრია და კანადა ინაწილებენ.

დღის ამბები