18 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
საქართველომ მსოფლიო ვარსკვლავს, ხუთგზის გრემის მფლობელს სი ლოუ გრინს უმასპინძლა

საქართველომ მსოფლიო ვარსკვლავს, ხუთგზის გრემის მფლობელს სი ლოუ გრინს უმასპინძლა. ამერიკელი არტისტის კონცერტს ათასობით ქართველი მსმენელი დაესწრო. სილო გრინი საქართველოში "სთეიჯ ლავის" მოწვევით ჩამოვიდა. ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვა მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანასაც გეგმავს. სი ლოუ გრინი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებოდა. ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი, 6 სოლო ალბომის და მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერის ავტორი, დაახლოებით 2 საათიანი შოუ პროგრამით წარსდგა მსმენელის წინაშე.

სი ლოუ გრინთან ინტერვიუ "კურიერი პიესმა" ჩაწერა. მსოფლიო ვარსკვლავმა ჩვენი კამერის წინ ისაუბრა ქართველ მსმენელზე, პირად ცხოვრებაზე, მისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე და იმ გზაზე, რომელიც მან გაიარა საეკლესიო გუნდიდან - დიდ სცენამდე.  

ამერიკელი მომღერალი, მსოფლიო ჰიტების ავტორი, რეპერი, პროდიუსერი, მსახიობი, 5 გრემის, 6 სოლო ალბომის, მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერის ავტორი - ეს ის მოკლე ჩამონათვალია რომლითაც სი ლოუ გრინს მელომანები საუკუნეების შემდეგაც დიდი სიყვარულით გაიხსენებენ.

რომ არა ეკლესია რწმენა მის შემოქმედებაში დიდ ადგილს არ დაიკავებდა. წარმატებას ვერ მიაღწევდა ვერც დედის გარეშე, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა შვილის გამორჩეული ნიჭის. მისი გარდაცვალების, პირადი ტრაგედიების შემდეგ მარცხი და გამარჯვება თანაბარ ძალად აქცია.

დიდ ოცნებებს არ უღალატა. 90-იანი წლების ბოლოს კიდევ უფრო წარმატებული გახდა. სი ლოუ გრინის პირველი ორი სოლო ალბომი ტოპ 30 სიმღერაში მოხვდა.

გვპირდება, რომ საქართველოში ეს მისი ბოლო ვიზიტი არ იქნება. კიდევ ბევრჯერ გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ, გამოვარჩიოთ, ახლიდან შევიყვაროთ მისი სიმღერები. 

ავტორი: ანი გენებაშვილი 

დღის ამბები