15 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ კანონი არ გაიტანონ - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ფიზიკურად აპირებს ბრძოლას "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი წინააღმდეგ.

ხაბეიშვილმა პარლამენტის ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს აივნიდან მიმართა და მოუწოდა, რომ არ დანებდნენ.

"ოპოზიცია აპირებს იქაც ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ. დანარჩენი არის ქართველ ხალხზე. ჯერი არის თქვენზე. ხელები არ ჩამოვუშვათ. არ დავნებდეთ! გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის და ასევე, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.

 

დღის ამბები