15 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
ვიცით ძალიან ბევრი არასამთავრობო, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას და მათი დაფინანსება არ არის გამჭვირვალე - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონი, რომელიც "ხალხის ძალამ" დააინიცირა და რომელიც უცხოური გავლენის მქონე აგენტებს ეხება, ამერიკაში 1939 წლიდან მოქმედებს. ამიტომ ოპოზიციის სპეკულაცია არის საფუძველს მოკლებული.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული კანონი, აშშ-სთან ერთად, მოქმედებს ბევრ ევროპულ ქვეყანაში.

ღარიბაშვილი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ გაძლიერდეს ქვეყნის სუვერენიტეტი.

"ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, ის გავაკეთოთ. აი, მაგალითად: ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

მათი დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორეს მხრივ ისინი მოგვიწოდებენ, რომ მთავრობის საქმიანობა უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე და ეს ასეც არის, ჩვენ გამჭვირვალობით მართლაც მოწინავე პოზიციაზე ვართ მსოფლიოში, თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით, ჩვენ ვართ N1 ადგილზე. ვფიქრობ, ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს არის უსაფუძვლო მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია. იმიტომ, რომ ისინი წლების განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ჩვენი საზოგადოების წინაშე არ არსებობდა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები