15 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
"საზოგადოებამ იხილა, რომ მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა დესტრუქციული, რევანშისტული კამპანია" - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა, დეზინფორმაციის შედეგია. 

"საზოგადოებამ იხილა, რომ მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა დესტრუქციული, რევანშისტული კამპანია, რომ კანონპროექტი დაებრენდათ რუსულ კანონპროექტად და აბსოლუტურად არ შესულიყვნენ შინაარსში, არ განემარტათ ამ კანონის რეალური მიზეზი და მიზანი და მის საფუძველზე გამოეწვიათ მოსახლეობაში გარკვეული უკმაყოფილება და მღელვარება. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე ხდება "ნაცმოძრაობასა" და მათ ანასხლეტ პარტიებთან ერთად და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან და ვხედავთ, რომ ეს არის სრული დეზინფორმაციის შედეგი. 

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, მისი მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ყველამ კარგად იცის, რომ ამ კანონის შემდგომ განხილვამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და შემდეგ გავაგრძელებთ ამ კანონპროექტის განხილვას," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი. 

დღის ამბები