



მესტიაში ერთ-ერთ სასტუმროს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში "სვანეთინიუსმა" გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, სასტუმრო "ფოსტაში" ხანძარი დაახლოებით ღამის 02:00 საათზე გაჩნდა. ძლიერ ცეცხლის ჩასაქრობად მესტიის სახანძრო-სამაშველოსა და მესტიის აეროპორტის მეხანძრე- მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა სასტუმროს მესამე სართული.