18 მაისი 2024,   15:12
ვრცლად
"ვიმყოფებით "კვა­რა­დო­ნას" და­ბა­დე­ბის ად­გი­ლას, სა­ქარ­თვე­ლო­ში" - "კვარას" მშობლები და სახლი CBS-ის სპეციალურ რეპორტაჟში

თბილისი და დიღმის მასივი ტე­ლე­არხ CBS sport-ის ეთერში, მთავარი გმირი ხვიჩა კვარაცხელია და მისი ოჯახი. ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ლემ ბა­ლა­გე საქართველოს სწორედ იმ ადგილის და ქვეყნის უკეთ გასაცნობად ესტუმრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია დაიბადა და ცხოვრობდა. CBS sport-ის ცნობილი სპორტული რეპორტიორი ხვიჩას მშობლების სახლს ესტუმრა

"ვიმ­ყო­ფე­ბით "კვა­რა­დო­ნას" და­ბა­დე­ბის ად­გი­ლას,​ თბი­ლი­სის ცენ­ტრში, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და­ი­ბა­და. ორი დღე გვაქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გაჩ­ვე­ნოთ მის შე­სა­ხებ," - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში. 

ხვი­ჩას ოთა­ხის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ქართველი ვარსკვლავის დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ 7-იან­ზე ხვი­ჩა ბავ­შვო­ბი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

"რო­დე­საც ხვი­ჩას ფეხ­ბურ­თის ღმერ­თს უწო­დე­ბენ, ორ­მა­გად მი­ხა­რია," - აღ­ნიშ­ნავს ხვი­ჩას მამა, ბად­რი კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­მაც და­ა­მა­ტა, რომ მისი და მისი თა­ო­ბის კერ­პი მა­რა­დო­ნა იყო.

დღის ამბები