სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, ევროკავშირის დროშის დაცვის ფაქტზე რამდენიმე პირი დააჯარიმეს.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 1000-1000 ლარით დაჯარიმებულია ხუთი ადამიანი, თუმცა ჯარიმა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირს დაეკისროს.
ევროკავშირის დროშა პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" წევრებმა 14 მარტს დაწვეს, მათ სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. სამართალდამცველებმა "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე ტერიტორიას განარიდეს.